-
ავტორი
- კატეგორიები: იურისტი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პროფესორი აკადემიკოსი
ალექსიძე ლევან ანდროს ძე (5.VII.1926, თბილისი - 1.VIII.2019, თბილისი), იურისტი, საერთაშ. სამართლის ქართ. სკოლის დამაარსებელი, თსუ-ის პროფესორი, აკადემიკოსი, საქართვ. მეცნ. დამსახ. მოღვაწე, საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი მეცნიერების დარგში (1986), ღირსების (1996), ბრწყინვალებისა (2010) და წმ. გიორგის ორდენების კავალერი (2012), ივ. ჯავახიშვილის ფორუმის პრემიის ლაურიატი (2015), ქ. თბილ. საპატიო მოქალაქე (2011), საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ხელი აქვს მოწერილი საქართვ. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (9. IV. 1991). დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი (1946). მოსკ. მეცნ. აკად. სამართ. ინ-ტის ასპირანტურის სრული კურსი (1947-1950). საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა თემაზე: „გაეროს უშიშროების საბჭოში მოქმედი ერთხმივობის პრინციპი, როგორც საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი“ (1950), ხოლო სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „საქართველო-რუსეთის ურთიერთობა XV-XVIII საუკუნეებში“ (1964). თსუ-ში იურიდ. ფაკ-ტზე ეკავა შემდეგი პოზიციები: ასისტენტის (1950-1951); უფრ. მასწავლებლის (1952); დოცენტის (1953-1964); პროფესორის (1965-დან). იგი მივლინებული იყო ნიუ-იორკსა და ჟენევაში, გაერო-ს სამდივნოს, ადამიანის უფლებათა დეპარტ. პასუხისმგებელ მუშაკად (1970-1977). ასრულებდა - ადამიანის უფლებათა დეპარტ. დირექტორის, აგრეთვე გაეროს გენ. ასამბლეის მესამე კომიტეტისა და ადამიანის უფლებათა კომისიის მდივნის მოვალეობას, გაეროს გენ. მდივნის ოფიციალური წარმომადგენლის ფუნქციას მის მიერ ორგანიზებულ გაეროს სემინარებზე (1975-1976). იგი იყო თსუ-ს იურიდ. ფაკ-ტის პროფ. (1977-დან); სამართ. საფუძვლებისა და საერთაშ. სამართ. კათედრის გამგე (1977-დან); თსუ-ის პრორექტორი (1985-1992); საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1988) და ამავე აკად. ნამდვილი წევრი (2001). ა. ლ. 150 ნაშრომის, 20 მონოგრაფიისა და 2 სახელმძღვ. ავტორია, რ-ებიც გამოქვეყნებულია ქართ., რუს., ინგლ., გერმ. და ესპ. ენებზე. ა. ლ. კითხულობდა ლექციებს - აშშ, ჟენევის, ტოკიოს, ბერლინის, უნ-ტებში; პროფ. ა. ლ. მიიწვიეს ლექციების წასაკითხად საერთაშ. სამართ. ჰააგის აკადემიაში, სადაც გაიმართა jus cogens -ის პრობლემის კომპლექსური განხილვა (1981). პროფესორის ლექციები ინგლ. ენაზე დაიბეჭდა ჰააგაში (Recueil des Cours. V.172(III)), მისი მონოგრაფია :„საერთაშორისო სამართლის თეორიის საკითხები: იმპერატიული ნორმები“ (1982), რ-იც რუსულად გამოსცა თსუ-ის გამომცემლობამ (ნაშრომს თან ერთვის ვრცელი ინგლ. რეზიუმე), დიდი გამოხმაურება ჰპოვა საერთაშ. სამართ. მსოფლიო დოქტრინაში. იგი აქტიურად მონაწილეობდა აფხ. სტატუსის შესახებ მოლაპარაკებებში ჟენავაში, ნიუ-იორკისა და მოსკოვში. იყო პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშ. სამართ. საკითხებში (1994-2003).
თხზ.: ალექსიძე, ლ. (1983). საქართველო-რუსეთის საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობა XV-XVIII საუკუნეებში. თბ., საბჭ. საქართვ.; ალექსიძე, ლ. (1985). გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ალექსიძე, ლ. (2005). ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი: ლექსიკონი-ცნობარი. თბ., ISBN: 9994008773; ალექსიძე, ლ. (2013). თანამედროვე საერთაშორისო სამართალი. თბ., იურისტების სამყარო, ISBN: 9789941934353.